შინაარსზე გადასვლა

მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკა
República Popular de Moçambique

რესპუბლიკა

1975 — 1990
მოზამბიკის დროშა მოზამბიკის გერბი
დედაქალაქი მაპუტუ
ენა პორტუგალიური
რელიგია კათოლიციზმი
ფართობი 801 590
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 - 1975-1990 არმანდუ გებუსა
პრემიერ-მინისტრი
 - 1975-1990 აირეშ ალი
ისტორია
 - დამოუკიდებლობის გამოცხადება 25 ივნისი 1975
 - გადაერქვა სახელი 1 დეკემბერი 1990

მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკა (პორტ. República Popular de Moçambique) — თვითაღიარებული სოციალისტური რესპუბლიკა, არსებობდა 1975 წლის 25 ივნისიდან 1990 წლის 1 დეკემბრამდე, სანამ დაერქმეოდა მოზამბიკის რესპუბლიკა.

1975 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკამ, რომელიც გაათავისუფლა მოზამბიკის განმანთავისუფლებელმა ფრონტმა (ფრელიმო), რომელსაც სათავეში ედგა სამორა მაშელი. იმ დროს ქვეყანაში მიმდინარეობდა სასტიკი ომი მოზამბიკის ეროვნულ წინააღმდეგობასთან (რენამო). პარტიზანულ მოძრაობას თავიდან აფინანსება როდეზია (ამჟამად ზიმბაბვე), მოგვიანებით — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

მოზამბიკს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა ანგოლის სახალხო რესპუბლიკასა და საბჭოთა კავშირთან, რომლებიც იმხანად დიდძალ დახმარებას უწევდნენ ქვეყანას სამოქალაქო ომში. მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკა ასევე იყო დამკვირვებელი ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოსი, რომელიც კომუნისტური ქვეყნების წამყვანი ეკონომიკური ორგანიზაცია იყო.